გივი ხაჭაპურიძე: ეს იყო გზავნილი ბინინა ივანიშვილისთვის.

გივი ხაჭაპურიძე: ეს იყო გზავნილი ბინინა ივანიშვილისთვის.

პი არ საკონსულტაციო ჯგუფის დირექტორის, გივი ხაჭაპურიძის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილმა, გამოსვლის დასრულებამდე 5 წუთით ადრე, ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი გაავრცელა, რომელიც პირდაპირ ბიძინა ივანიშვილს უკავშირდებოდა.

„ეს იყო ძალიან შეფარული და ამავდროულად პირდაპირი მინიშნება პრეზიდენტის მხრიდან, რომ ყოფილი პრემიერი არ უნდა ერეოდეს ხელისუფლების საქმიანობაში“.

მარგველაშვილმა პარლამენტიდან ბიძინა ივანიშვილს ამ სიტყვებით მიმართა: „არავინ შეიძლება ჩაითვალოს ჩვენი შრომის დამკვეთად და მის შემფასებლად, ხალხის გარდა“.