შეიძლება, სააკაშვილს მიაჩნია, რომ აქტუალურია, მაგრამ საზოგადოება სხვანაირად აზროვნებს

შეიძლება, სააკაშვილს მიაჩნია, რომ აქტუალურია, მაგრამ საზოგადოება სხვანაირად აზროვნებს

პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ვანო მაჭავარიანი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა" დღითი დღე უფრო მძიმე მდგომარეობაში ვარდება. ამის შესახებ მაჭავარიანი „პრაიმტაიმს" ესუაბრა და იქვე აღნიშნა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, შესაძლოა, „თავისუფალმა დემოკრატებმა" სერიოზული კონკურენცია გაუწიონ სააკაშვილის გუნდს.

„თუ „ნაციონალური მოძრაობა" ვერ მიხვდება, რომ ყოფილი ლიდერებისგან, კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილისგან დისტანცირება უნდა მოახდინოს, თუ ისინი ვერ მიხვდებიან, რომ საჭიროა ახალი ლიდერების მოძიება, რომლებსაც არაფერი საერთო არ ექნებათ ძველებთან, გაცილებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, ვიდრე წარმოუდგენიათ. ცხოვრება წინ წავიდა, შეიძლება, სააკაშვილს მიაჩნია, რომ აქტუალურია, მაგრამ საზოგადოება სხვანაირად აზროვნებს. მით უფრო, რომ ცალსახად იკვეთება ოპოზიციაში ახალგადასული ძალის მიმართ პოზიტიური განწყობა, ვგულისმობ „თავისუფალ დემოკრატებს", - განაცხადა მაჭავარიანმა.