მიზნად ვისახავთ გავხდეთ დემოკრატიული თანამეგრობრობის სრულფასოვანი წევრი

მიზნად ვისახავთ გავხდეთ დემოკრატიული თანამეგრობრობის სრულფასოვანი წევრი

მიზნად ვისახავთ გავხდეთ თანამედროვე, დემოკრატიული თანამეგრობრობის სრულფასოვანი და ღირსეული წევრი, ღმერთი ფარავდეს საქართველოს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში, ყოველწლიური გამოსვლის ბოლოს განაცხადა. მისი თქმით, ეს მიზანი არასდროს შეიცვლება.

"ჩვენ გვაქვს უამრავი შესაძლებლობა ერთიანი, მშვიდობიანი საქართველო რეალობად ვაქციოდ; ვაქციოთ საქართველო თავისუფლებისა და თვითრეალიზაციის კუთხედ ჩვენი მოქალაქეებისთვის; ვაქციოთ საერთო სახლად ქართველებისთვის, აფხაზებისთვის, ოსებისთვის და ამ მიწაზე მცხოვრები ყველა ხალხისთვის, ასევე მიმზიდველ ადგილად ყველა სტუმრისთვის. სწორედ ასეთ საქართველოსკენ სწრაფვა წარმართავდა ჩვენ ისტორიას ათწლეულების მანძილზე. ამ მიზანს ემსახურებოდა დღევანდელ დღეს, 1991 წლის 31 მარტს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას თაოსნობით ჩატარებული რეფერენდუმი და მთელი მსოფლიოსთვის გაცხადებული ნება, რომ ქართველებს გვაქვს ურყევი ნება ვიცხოვროთ თანამედროვე, დამოუკიდებელ საქართველოში. მაშინ ყველამ ერთად, აფხაზებთან და ოსებთან ერთად, მთელი საქართველოს მასშტაბით მკაფიოდ და ცალსახად განვაცხადეთ, რომ მიზნად ვისახავთ გავხდეთ თანამედროვე, დემოკრატიული თანამეგრობრობის სრულფასოვანი და ღირსეული წევრი, დავიმკვიდროთ ის ადგილი, რომელიც ერთ-ერთ უძველეს კულტურის მქონე ქვეყანას სამართლიანად გვეკუთვნის. ეს მიზანი არასდროს დაგვიყენებია კითხვის ქვეშ და როგორც საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს მოქალაქეების სახელით მკაფიოდ ვაცხადებ, არც არასდროს დადგება. დღესაც ამ მიზანს ვემსახურებით, ღმერთი ფარავდეს საქართველოს", - განაცხადა მარგველაშვილმა.