ბიზნესმენ ჯონი გიგანს პროკურატურა კითხვებს დაუსვამს

ბიზნესმენ ჯონი გიგანს პროკურატურა კითხვებს დაუსვამს

ბიზნესმენი ჯონი გიგანი პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს. ინფორმაცია, რომ გიგანას კითხვებს გია უდესიანთან დაკავშირებით დაუსვამენ, "ინტერპრესნიუსს" პროკურატურაში დაუდასტურეს.

ჯონი გიგანი აცხადებდა, რომ წინა ხელისუფლების ერთ-ერთი მაღალჩინოსანმა, გია უდესიანმა წლების წინ მას ესროლა, მაგრამ კბილაშვილის პროკურატურამ საქმეს მსვლელობა არ მისცა.

ბიზნესმენი ამბობს, რომ უდესიანმა მას 3 მეტრის სიშორიდან ესროლა და ტყვიამ შუბლთან გაუარა.

ჯონი გიგანი გარდაცვლილ ბესო ხარძიანის მეგობარია. ბესო ხარძიანი საკუთარ სახლთან 28 მარტს მოკლეს. ოჯახის წევრები მომხდარში გია უდესიანს  ადანაშაულებენ.