გიორგი მარგველაშვილი:

გიორგი მარგველაშვილი: "ნულოვანი ტოლერანტობის" პოლიტიკა არასდროს უნდა გამეორდეს

"ნულოვანი ტოლერანტობის" პოლიტიკა მძიმე შედეგებით აწვება ჩვენს წარსულს, რომელიც არასდროს უნდა გამეორდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით წარდგომისას განაცხადა.

"ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მნიშვნელოვანი ინდიკატორია ის, თუ როგორ ვექცევით თავისუფლებააღკვეთილ მოქალაქეებს. დაუშვებელია, რომ თავისუფლების შეზღუდვას თან ახლდეს ღირსების შემლახველი და დამამცირებელი მოპყრობა, ძალადობა და წამება. უახლოესი წარსულის გამოცდილება, "ნულოვანი ტოლერანტობის" პოლიტიკა მძიმე შედეგებით აწვება ჩვენს წარსულს და ეს წარსული არასდროს უნდა განმეორდეს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი აუცილებლად მიიჩნევს სახალხო დამცველის ინსტიტუტის გაძლიერებას და მის აღჭურვას კონტროლის განხორციელებისა და რეაგირების მეტი ეფექტური მექანიზმებით.