გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ უშიშროების საბჭოს მუშაობას ხელოვნური წინაღობა ექმნება

გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ უშიშროების საბჭოს მუშაობას ხელოვნური წინაღობა ექმნება

საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, ეროვნული უშიშროების საბჭოს ფუნქციონირებას ხელოვნური წინაღობა ექმნება. შესაბამისი განცხადება პრეზიდენტმა პარლამენტში, წლიური მოხსენებით გამოსვლის დროს გააკეთა.

"შარშან, პარლამენტმა გაიზიარა ჩემი ხედვა და ეროვნული უშიშროების საბჭოში გაზარდა პარლამენტის წარმომადგენლობითობა. შესაბამისად, ახალი ეროვნული უშიშროების საბჭო არის უმნიშვნელვანესი მექანიზმი, სადაც აღმასრულებელ ხელისუფლებას, საკანონმდებლო ხელისუფლებასა და პრეზიდენტს აქვთ შესაძლებლობა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები შეიმუშაონ. სამწუხაროა, რომ ამ საბჭოს ფუნქციონირებას ექმნება ხელოვნური წინაღობა. დამიჯერეთ, ეს გარკვეულ გაურკვევლობას იწვევს საზოგადოებასა და ჩვენს პარტნიორებში", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.