დავით უსუფაშვილი:    31 მარტი საქართველოსთვის ბევრი რამით არის ღირსშესანიშნავი

დავით უსუფაშვილი: 31 მარტი საქართველოსთვის ბევრი რამით არის ღირსშესანიშნავი

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პარლამენტის პლენარული სხდომის გახსნისას განცხადება საქართველოს ისტორიაში 31 მარტის მნიშვნელობაზე გააკეთა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, 31 მარტი საქართველოსთვის ბევრი რამით არის ღირსშესანიშნავი.

"31 მარტი საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, 31 მარტი გახლავთ საქართველოს ისტორიაში იმ ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული მასშტაბის ღონისძიების ჩატარების დღე, რასაც რეფერენდუმი ერქვა - საქართველოს დამოუკიდებლობის, საქართველოს სუვერენიტეტის, საქართველოს თავისუფლების აღსადგენად. რეფერენდუმი, რომელიც 1991 წლის 31 მარტს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ჩატარდა და რომელმაც საბოლოოდ გადაწყვიტა ის, რომ საქართველო არის და იქნება თავისუფალი და დამოუკიდებელი", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა და აქვე აღნიშნა, რომ ამ მოვლენას შემატება ისიც, როცა პარლამენტი პრეზიდენტს უსმენს.

ამ წუთებში პრეზიდენტი გიორგი მარგველშვილი ქვეყნის უმნიშველოვანეს მოვლენებზე პარლამენტს ყოველწლიურ ანგარიშს აცნობს.