დალია გრიბაუსკაიტე - ლიტვა მზად უნდა იყოს თავდაცვისთვის და არ უნდა ელოდოს ნატო-სა და სხვა სახელმწიფოებისგან დაცვას

დალია გრიბაუსკაიტე - ლიტვა მზად უნდა იყოს თავდაცვისთვის და არ უნდა ელოდოს ნატო-სა და სხვა სახელმწიფოებისგან დაცვას

ლიტვა და ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნები მზად უნდა იყვნენ თავდაცვისთვის და არ უნდა ელოდონ ნატო-სა და სხვა სახელმწიფოებისგან დაცვას. ეს განცხადება ლიტვის პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ ქალაქ კაუნასში სამხედრო კურსანტებთან შეხვედრის დროს გააკეთა.

"დღეს თავისუფლების შენარჩუნება კიდევ ერთხელ რეალურ პრობლემას წარმოადგებს და აძლიერებს ჩვენს ერთობას და სურვილს ვემსახუროთ ლიტვას" , -განაცხადა დალია გრიბაუსკაიტემ.
მისივე თქმით, თუ ბალტიისპირეთის ქვეყნები არ იქნებიან მზად საკუთარი თავდაცვის უზრუნველყოფისათვის, მათ არავინ დაეხმარებათ.

"ჩვენ არ შეგვიძლია მაგალითად გერმანელებს ვუთხრათ, მოვიდნენ და დაიცვან ლიტვა და ლატვია, თუ ჩვენი ხალხი არ იქნება მზად საკუთარი ქვეყნის დაცვისთვის" ,- აღნიშნა დალია გრიბაუსკაიტემ.

უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული ქმედებების გამო, ბოლო პერიოდში ბალტიისპრეთის ქვეყნებში არსებულ საფრთხეებზე დაიწყეს საუბარი. ლიტვის მთავრობამ თავდაცვის გაძლიერებისათვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დაიწყო. გაიზარდა თავდაცვის ბიუჯეტი.