ჩემზე წერენ, თითქოს ბატუტების ყიდვით ვარ დაკავებული და მფრინავი ოთახები მაქვს

ჩემზე წერენ, თითქოს ბატუტების ყიდვით ვარ დაკავებული და მფრინავი ოთახები მაქვს

ჩემზე წერენ, თითქოს ბატუტების ყიდვით ვარ დაკავებული და მფრინავი ოთახები მაქვს, - ამის შებსახებ დღევანდელ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ეს არის შეურაცხყოფა და უპატივცემულობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ.

"2-3 წლის განმავლობაში აღვირახსნილი კამპანია აწარმოეს ჩემს მიმართ. დაიჭირეს ჩემი ოჯახის წევრი, რომელსაც ვერაფერი აღმოუჩინა დანაშაულებრივმა ბანდამ. მე არაფერი მაქვს დასამალი. ყველას აქვს თავისი ცხოვრება. ვისაც ჩემი ცხოვრების წესი აინტერესებს, შეუძლია, ყველაფერი გაარკვიოს ჩემს ირგვლივ. მომისმენია უფრო უარესი ბრალდებები ჩემი ოჯახის წინააღმდეგ. ხშირად მიფიქრია, უნდა გავცე თუ არა პასუხი. თურმე რაღაც ბატუტებს ვყიდულობ და მფრინავი ოთახები მაქვს დაქირავებული. ეს არის შეურაცხყოფა, უპატივცემულობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.