ქალაქ გორლოვკაში აფეთქების შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა

ქალაქ გორლოვკაში აფეთქების შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა

აღმოსავლეთ უკრაინაში, ქალაქ გორლოვკაში მომხდარი აფეთქების შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა, 19 კი დაშავდა. დონეცკის რეგიონში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სამგზავრო ავტობუსი ნაღმზე აფეთქდა. პოლიციის ცნობით, ყველა დაღუპული ქალია. საავადმყოფოში კი 13 დაშავებული გადაიყვანეს. 

ავტობუსში, რომელიც ქალაქ არტემოვსკიდან გორლოვკაში მიემგზავრებოდა, 26 ადამიანი იჯდა. გავრცელებული ცნობით, მძღოლმა სასაზღვრო პუნქტისთვის გვერდის ავლა სცადა, რის გამოც გზიდან გადავიდა და დანაღმულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა. 

შემთხვევის ადგილას ამ დროისათვის გამომძიებლები მუშაობენ. დონბასის რეგიონის არაერთი ტერიტორიაა დანაღმული მას შემდეგ, რაც ერთი წლის წინ უკრაინის არმიასა და "ბოევიკებს" შორის დაპირისპირება დაიწყო.