საუდის არაბეთმა იემენში სამხედრო ოპერაცია დაიწყო

საუდის არაბეთმა იემენში სამხედრო ოპერაცია დაიწყო

საუდის არაბეთმა იემენში შიიტი ჰუსიტების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო. დედაქალაქ სანაას აეროპორტის ტერიტორიაზე აფეთქებების ხმა ისმის, არის მსხვერპლიც. 

"ბიბისის" ცნობით, საუდის არაბეთი ამგვარად ცდილობს, დაეხმაროს იემენის ლეგიტიმურ მთავრობას, რომელსაც პრეზიდენტი აბდ რაბუ მანსურ ჰადი უდგას სათავეში. 

შიიტმა ჰუსიტებმა, რომელთაც ირანი უჭერს მხარს, ბოლო რამდენიმე თვეა, ქვეყნის მნიშვნელოვანი ადგილის დაკავება შეძლეს. მათ კონტროლი დაამყარეს დედაქალაქ იემენზეც, რის გამოც მოქმედი პრეზიდენტი იძულებული გახდა, ქალაქ ადენში გადასულიყო და ის დროებით დედაქალაქად გამოეცხადებინა. თუმცა, გუშინ ჰუსიტმა მებრძოლებმა ადენსაც შეუტიეს და იქ მდებარე საჰაერო ბაზა დაიკავეს. საფრთხე დაემუქრა პრეზიდენტს, რის გამოც მან მეზობელ ქვეყნებს დახმარების თხოვნით მიმართა. 

ჯერჯერობით იემენის მთავრობას მხოლოდ საუდის არაბეთი ეხმარება, რომელმაც საჰაერო იერიშები მიიტანა ჰუსიტების პოზიციებზე. აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ კი სამხედრო ოპერაციის ლოჯისტიკური დახმარების ბრძანება გასცა.