სტამბოლში ჟურნალ "ადიმლარის" რედაქციაში აფეთქება მოხდა, შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.
სამართალდამცავი უწყებები ბუნებრივი აირის აალების შედეგად აფეთქებას გამორიცხავენ.
გამოცემა "საბაჰის" ცნობით, დაღუპულია რედაქციის თანამშრომელი, უნსალ ზორი. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პოლიციამ რედაქციის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტა.
გავრცელებული ცნობით, ჟურნალი "ადიმლარი" თურქულ რადიკალურ ისლამურ ორგანიზაციასთან თანამშრომლობს.