კომიტეტების თავმჯდომარეები გია ჟორჟოლიანი, თამაზ მეჭიაური და თემურ ჭკუასელი იქნებიან

კომიტეტების თავმჯდომარეები გია ჟორჟოლიანი, თამაზ მეჭიაური და თემურ ჭკუასელი იქნებიან

საპარლამენტო უმრავლესობა პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეების კანდიდატურებზე შეთანხმდა. პარლამენტის წევრის, დიმიტრი ხუნდაძის ინფორმაციით, გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი გახდება, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის – თამაზ მეჭიაური, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელი – ზვიად კვაჭანტირაძე იქნება, დიასპორასთან ურთიერთობის კომიტეტის ხელმძღვანელად კი თემურ ჭკუასელი სახელდება.

"თემურ ჭკუასელია დასახელებული დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ. საფინანსო-საბიუჟეტო კომიტეტის შემთხვევაში, რომელიც ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საკვანძო კომიტეტია, დასახელებულია ბატონ თამაზ მეჭიაურის კანდიდატურა. გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ გია ჟორჟოლიანია წარდგენილი. მე ვფიქრობ, რომ კანდიდატურები არის სწორად შერჩეული და მათი გამოცდილება და კვალიფიკაცია იქნება დაკავებულ თანამდებობებთან შესატყვისი", - აცხადებს ხუნდაძე. 

არსებული ინფორმაციით, პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეების ამ დრომდე ვაკანტური ადგილები კვირის ბოლომდე შეივსება.

ამასთან, ზემოაღნიშნული კომიტეტების ხელმძღვანელების თანამდებობეი "თავისუფალმა დემოკრატებმა" დატოვეს.