„ვვარაუდობთ, რომ უცხოური ვალუტის შემოდინება აპრილიდან მნიშვნელოვნად გაიზრდება“

„ვვარაუდობთ, რომ უცხოური ვალუტის შემოდინება აპრილიდან მნიშვნელოვნად გაიზრდება“

ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ლარის გამყარებას ზაფხულისთვის უნდა ველოდოთ.

„ჩვენ ველოდებით საკმაოდ დიდ შემოდინებებს უცხოური ვალუტისას. ამიტომ, შესაძლებელია ლარის გამყარება. შემდგომში უკვე ეროვნული ბანკის განსასაზღვრი იქნება ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის მიღწევისთვის, რამდენად გაამყარებს იგი თუ შეიძენს ჭარბ ვალუტას. ამიტომ, ჩვენ ველოდებით, რომ უცხოური ვალუტის შემოდინება გაიზრდება უკვე მნიშვნელოვნად აპრილის თვიდან“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.