თამარ ბერუჩაშვილი პარლამენტში პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას არ დაესწრება

თამარ ბერუჩაშვილი პარლამენტში პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას არ დაესწრება

საგარეო საქმეთა მინისტრ თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, 31 მარტს, პარლამენტში, პრეზიდენტის გამოსვლას ვერ დაესწრება, რადგან საქართველოში არ იქნება.

„პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობა მიიღებს. პერსონალურად მე რაც შემეხება, ამ დროს დაგეგმილია საქართველო-ევროკავშირის სტრატეგიული დიალოგი ბრიუსელში და საქართველოში არ ვიქნები“, - განაცხადა ბერუჩაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკანონმდებლო ორგანოში 31 მარტს წარსდგება.