„ლაშა ცანავამ დამიდასტურა, რომ მის მიერ განცხადებაში მოხსენიებულ მაღალჩინოსნებს არ იცნობს“

„ლაშა ცანავამ დამიდასტურა, რომ მის მიერ განცხადებაში მოხსენიებულ მაღალჩინოსნებს არ იცნობს“

ვარკეთილის მუნიციპალიტეტის თანამშრომლის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ სამგორის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ია მაკასარაშვილი განცხადებას ავრცელებს.

მაკასარაშვილის შეფასებით, თუ ისეთი ადამიანები, რომლებიც ცილისმწამებლურ განცხადებებს ავრცელებენ და პარტიის რეპუტაციის შელახვით არიან დაკავებულნი, პარტიის რიგებს საკუთარი ნებით დატოვებენ, მე ამ ფაქტს მხოლოდ მივესალმები

„როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, ბატონი ლაშა ცანავა პარტიის რიგების დატოვებას აპირებს. რასაკვირველია, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია პარტიის რიგების დატოვება, ოღონდ არა ცილისმწამებლური განცხადებების ფონზე. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მე ვესაუბრე ბატონ ცანავას და მან დამიდასტურა, რომ ის ნამდვილად არ იცნობს მის მიერ განცხადებაში მოხსენიებულ მაღალჩინოსნებს. თუ ისეთი ადამიანები, რომლებიც ცილისმწამებლურ განცხადებებს ავრცელებენ და პარტიის რეპუტაციის შელახვით არიან დაკავებულნი, პარტიის რიგებს საკუთარი ნებით დატოვებენ, მე ამ ფაქტს მხოლოდ მივესალმები“,- ნათქვამია განცხადებაში.

როგორც „რეპორტიორი“ წერს, ლაშა ცანავა 2009 წლის 15 ივნისს თბილისში, დიღმის მასივში, ქალაქის პოლიციის სამმართველოსთან მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ სადამსჯელო ოპერაციაში მონაწილეობდა, რომლის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა ინტერნეტში ვრცელდება.

მისივე ცნობით, პარტიის კულუარებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,  „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ ცნობილი გახდა, რომ ლაშა ცანავა ზონდერი იყო, რის გამოც მისი პარტიიდან გარიცხვა იგეგმებოდა, რის შესახებაც მისთვისაც გახდა ცნობილი და მან პარტიის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა.