საფრანგეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე ძირითადად გერმანიის მოქალაქეები იმყოფებოდნენ

საფრანგეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე ძირითადად გერმანიის მოქალაქეები იმყოფებოდნენ

საფრანგეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის A320 ბორტზე, წინასწარი მონაცემებით, ძირითადად გერმანიის მოქალაქეები იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია საფრანგეთის უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. თვითმფრინავი კომპანია "ჯერმანვინგის" საკუთრება იყო, რომელიც ცოტა ხნის წინ საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ ბარსელონეტთან ჩამოვარდა. თვითმფრინავი რეისს ბარსელონადან გერმანიის ქალაქ დიუსელდორფის მიმართულებით ასრულებდა. ბორტზე 142 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, ყველა მათგანი დაიღუპა.