საფრანგეთში ავიაკატასტროფის შედეგად, სავარაუდოდ, 150-მდე ადამიანი დაიღუპა

საფრანგეთში ავიაკატასტროფის შედეგად, სავარაუდოდ, 150-მდე ადამიანი დაიღუპა

საფრანგეთში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად, სავარაუდოდ,  ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი  დაიღუპა. ამის შესახებ "ევრონიუსის" ცნობით, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, მანუელ ვალსმა განაცხადა. მისივე თქმით, კატასტროფის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. განცხადება, რომ ავიაკატასტროფის შედეგად ვერც ერთი  მგზავრი ვერ გადარჩებოდა, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანუსა ოლანდმაც გააკეთა.

"ჩვენ, რა თქმა უნდა, ჯერ არ ვიცით კატასტროფის მიზეზები. ვშიშობთ, რომ 142-დან 150-მდე ადამიანი დაიღუპა", - განაცხადა მანუელ ვალსმა.

ავიაკომპანია "ჯერმანვინგის" თვითმფრინავი ცოტა ხნის წინ საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ ბარსელონეტთან ჩამოვარდა. იგი რეისს ბარსელონადან გერმანიის ქალაქ დიუსელდორფის მიმართულებით ასრულებდა. ბორტზე 142 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა, ამ ინფორმაციას საფრანგეთის სამოქალაქო ავიაციის სამსახური ადასტურებს.