ქართველი გოგონა საზღვარზე ჩემოდნით გადაჰყავდათ

ქართველი გოგონა საზღვარზე ჩემოდნით გადაჰყავდათ

თურქმა მებაჟეებმა ჩემოდანში 22 წლის გოგონა "აღმოაჩინეს". საქართველოს მოქალაქე ახალაგზრდა გოგონა სარფის საბაჟოზე ჩემოდნით ქართველ მამაკაც მგზავრს გადაყავდა. ჩემოდანი თურქმა მებაჟეებმა საეჭვოდ მიიჩნიეს და პატრონს მისი გახსნა მოსთხოვეს. ამ ინფორმაციას თურქულ მედიაზე დაყრდნობით საინფორმაციო სააგენტო "თაიმერი" ავრცელებს.