ანკარაში საქართველოს საელჩო, ომანის საკონსულოსთან გაუგებრობის აღმოფხვრაზე მუშაობს

ანკარაში საქართველოს საელჩო, ომანის საკონსულოსთან გაუგებრობის აღმოფხვრაზე მუშაობს

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ომანის საკონსულოს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად დაფიქსირება გაუგებრობაა, რის გამოსწორებაზეც მუშაობა მიმდინარეობს.

როგორც "პირWელს" საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ანკარაში საქართველოს საელჩო ომანის საელჩოსთან აქტიურად მუშაობს, რათა გაუგებრობა უმოკლეს დროში გასწორდეს.

უწყებაში აცხადებენ, რომ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად დაფიქსირება გაუგებრობაა, რადგან ომანი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში უჭერს მხარს.

ომანის საკონსულოს ვებგვერდზე აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ცალკე სახელმწიფოებად არის დაფიქსირებული