ორი დღის წინ ცნობილი გახდა პრესტიჟული “New Music Award”-ის პრემიის გასული წლის ნომინანტების ვინაობა. ეს მუსიკალური ჯილდო დიდ ბრიტანეთში 2011 წლის საუკეთესო სადებიუტო სტუდიური ჩანაწერის მფლობელს გადაეცემა.
ამ საპატიო ჩამონათვალში ათი ალბომი მოხვდა. საინტერესოა, რომ ცნობილი ჯგუფი “Oasis”-ის წევრები ნოელ და ლიამ გალახერები ერთმანეთს კონკურენციას გაუწევენ.
ნოელი ჯილდოზე წარდგენილია მისი ბოლო სოლო ნამუშევრით “Noel Gallagher's High Flying Birds”, მისი ძმა ლიამი კი ჯგუფი “Beady Eye”-სთან ერთად ჩაწერილი ალბომით “Different Gear, Still Speeding”.
ნომინანტთა სიაში აგრეთვე მომღერალი ედ შერანი და ელექტრონული მუსიკოსი ჯეიმს ბლეიკი მოხვდნენ.
“New MUsic Award”-ის ნომინანტთა სრული სია შემდეგნაირად გამოიყურება.
Beady Eye - "Different Gear, Still Speeding"
James Blake - "James BLake
Chapel Club - "Palace"
Noel Gallagher's High Flying Birds - "Noel Gallagher's High Flying BIrds"
Ben Howard - "Every Kingdom"
Miles Kane - "Colour Of The Trap"
Benjamin Francis Leftwich - "Last Smoke Before The Snowstorm"
Scroobius Pip - "Distraction Pieces"
Ed Sheeran – “+”
The Vaccines - "What Did You Expect From The Vaccines?"
“NMA”-ს საპატიო ჯილდოს მფლობელის ვინაობას მიმდინარე წლის 8 თებერვალს გავიგებთ.
გასულ წლებში დიდი ბრიტანეთის წლის საუკეთესო სადებიუტო ალბომის მფლობელები ჯგუფები “The Enemy”, “Glasvegas”, “The xx” და “Stornoway” გახდნენ.