31 მარტიდან ფარული მიყურადების კონტროლის ორეტაპიანი სისტემა ამოქმედდება

31 მარტიდან ფარული მიყურადების კონტროლის ორეტაპიანი სისტემა ამოქმედდება

ფარული მიყურადების კონტროლის ორეტაპიანი სისტემა 31 მარტიდან  ამოქმედდება. როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა, თამარ ქალდანმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, 31 მარტს ძალაში შედის "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის" და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის ის მუხლები, რომელიც გულისხმობს ფარული საგამოძიებო მოქმედებების, კერძოდ, ფარული მიყურადღების კონტროლს ორეტაპიანი სისტემის მეშვეობით.

მისივე განმარტებით, ეს არის ორეტაპიანი კონტროლის სისტემა, სადაც აპარატის ფუნქციაა შეამოწმოს სასამართლოს და გადაუდებელ შემთხვევაში პროკურორის დადგენილების აღსრულება რამდენად სწორად ხდება მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება.

"24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა, რომ 31 მარტს მზად დავხვდეთ და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლი უზრუნველვყოთ, რათა სატელეფონო მოსმენა განხორციელდეს მხოლოდ მოსამართლის მიერ განსაზღვრული ვადით მხოლოდ კონკრეტულ ნომერზე. შესაბამისად, თუკი მონაცემების დამთხვევა არ მოხდა, ამ შემთხვევაში ჩვენი პასუხისმგებლობაა შევწყვიტოთ მოსმენის განხორციელება", - განაცხადა თამარ ქალდანმა.