„ტოპ ტვინი“ ეკონომისტების პროგნოზი იყო, რომ სანქციების და იზოლაციის გამო, ეკონომიკური კრიზისი დაიწყებოდა, ვალუტა გაუფასურდებოდა, რეცესია გვექნებოდა და ამით ოცნების პოლიტიკური კრიზისი გაღრმავდებოდა და ჩამოიშლებოდა სისტემა,- ასე ეხმიანება პოლიტიკის ექსპერტი, ზაზა დობორჯგინიძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშს.
დობორჯგინიძის თქმით, ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი პროგნოზის მოლოდინის ფონზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა სრულიად სხვა შედეგი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც საქართველოს ეკონომიკამ ქვეყნაში არსებული გეოპოლიტიკური გაურკვევლობის ფონზე შეინარჩუნა ეკონომიკური ზრდა.
„ტოპ ტვინი ეკონომისტების პროგნოზი იყო, რომ სანქციების და იზოლაციის გამო, ეკონომიკური კრიზისი დაიწყებოდა, ვალუტა გაუფასურდებოდა, რეცესია გვექნებოდა და ამით ოცნების პოლიტიკური კრიზისი გაღრმავდებოდა და ჩამოიშლებოდა სისტემა. ნიკა გილაური, გიგა ბედინეიშვილი და რომან გოცირიძე სად გაქრნენ ღმერთმა უწყის, მაგრამ ამასობაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშის თანახმად, საქართველოს ეკონომიკამ, მიუხედავად ქვეყნის შიგნით არსებული და გეოპოლიტიკური გაურკვევლობებისა, შეინარჩუნა ზრდა, ინფლაცია მიზნობრივი ნიშნულს დაუბრუნდა, ხოლო სახელმწიფო ვალი შემცირდა და მშპ-ის 36% შეადგინა.
რამდენი ბიტკოინი ჩაურიცხა ბიძინამ ქოცურ IMF-ს ამ პრორუსული ანგარიშისთვის?“- წერს ზაზა დობორჯგინიძე.