რამდენიმე დღის წინ ბრედ პიტის მეუღლემ გამოცემა “Focus”-ს ინტერვიუ მისცა და აღიარა, რომ რომელიმე ფრანგულ კინოსურათში გადაღებაზე ოცნებობს.
“უახლოეს წლებში უთუოდ გავივლი სინჯებს რომელიმე ფრანგული ფილმისთვის. ბოლო დროს ევროპაში შესანიშნავ სურათებს იღებენ და მათში მონაწილეობით დაინტერესებული გახლავართ”. – განაცხადა ქალბატონმა ანჯელინამ.
კითხვაზე დღემდე რატომ არ გიმუშავია საფრანგეთშიო, მსახიობმა ჟურნალის თანამშრომელს პირდაპირ უპასუხა: “იმიტომ რომ, ჯერ არავის შემოუთავაზებია!”
ანჯელინა ჯოლიმ ერთი პირადი საიდუმლოც გაამხილა. თურმე ის სურათებს ძალიან იშვიათად უყურებს.
“ჩემთვის ძნელია ორი საათი გაუნძრევლად ჯდომა. მირჩევნია ეს დრო რაიმე ახლის შესწავლასა ან მოგზაურობას დავუთმო. ჩემგან განსხვავებით ბრედი საოჯახო კინოს დიდი თაყვანისმცემელია. როდესაც რომელიმე კინოსურათს ერთად ვუყურებთ, მე როგორც წესი ყოველთვის მეძინება, ან ოთახიდან გავდივარ და დროს ბავშვებთან ვატარებ”.