რამდენიმე დღის წინ ამერიკულმა გამოცემამ “Paste” საკუთარ მკითხველებში სპეციალური გამოკითხვა ჩაატარა და დღეს ცოცხალ კინორეჟისორთა შორის საუკეთესოები დაასახელა.
ამ საპატიო რეიტინგის პირველ საფეხურზე მარტინ სკორსეზე აღმოჩნდა. მან მნიშვნელოვნად გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ ჟან-ლიუკ გოდარს.
მესამე ადგილი სტივენ სპილბერგმა დაიკავა.
ლიდერთა ათეულში შემდეგი კინორეჟისორები მოხვდნენ: ძმები კოენები, სტივენ სოდერბერგი, პოლ ტომას ანდერსონი, ვუდი ალენი, კვენტინ ტარანტინო, დევიდ ლინჩი და ვონგ კარ-ვაი.
საინტერესოა, რომ პირველი “ოსკარის” მფლობელი ქალი-რეჟისორი კეტრინ ბიგელოუ “50 საუკეთესოს” რიცხვშიც კი ვერ მოხვდა.