რამდენიმე დღის წინ ბრიტანულმა გამოცემამ “Mixmag” საკუთარ მკითხველებს შორის სპეციალური გამოკითხვა ჩაატარა და მსოფლიოს საუკეთესო საცეკვაო ჯგუფი გამოავლინა. ეს საპატიო წოდება ბრიტანულ ელოქტრონულ ჯგუფს “The Prodigy” ერგო.
საცეკვაო ჯგუფების ერთგვარ რეიტინგში მეორე ადგილი ფრანგულმა დუეტმა “Daft Punk” დაიკავა, მესამე საფეხურზე კი “Chemical Brothers” აღმოჩნდა.
საუკეთესო საცეკვაო ჯგუფების პირველი ათეული შემდეგნაირად გამოიყურება.
1. The Prodigy
2. Daft Punk
3. Chemical Brothers
4. Faithless
5. Deadmau5
6. Plastikman
7. Underworld
8. Fatboy Slim
9. Orbital
10. Moby
“The Prodigy” 1990 წელს დიდ ბრიტანეთში ჩამოყალიბდა. მუსიკალური კარიერის განმავლობაში ჯგუფს ხუთი სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული. ყველაზე დიდ პოპულარობას ალბომმა “The Fat of the Land” მიაღწია. ჯგუფის ბოლო ნამუშევარმა “Invaders Must Die” დღის სინათლე 2009 წელს იხილა და იმდროინდელ ბრიტანულ რეიტინგებში პირველი ადგილი დაიკავა.