სერგეი ლავროვმა და ვიაჩესლავ ჩირიკბამ ახალ მემორანდუმს მოაწერეს ხელი

სერგეი ლავროვმა და ვიაჩესლავ ჩირიკბამ ახალ მემორანდუმს მოაწერეს ხელი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხელი მოაწერეს ახალ მემორანდუმს, რომელიც საგარეო პოლიტიკის კოორდინირებულად განხორციელების მექანიზმებს გულისხმობს. ამის შესახებ თავად სერგეი ლავროვმა და ვიაჩესლავ ჩირიკბამ მოსკოვში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. მანამდე კი მხარეებს შორის გაიმართა შეხვედრა, რა დროსაც მათ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

მათ ასევე ისაუბრეს საერთაშორისო საკითხებზე, მათ შორის უკრაინის კრიზისზე და ჟენევის დისკუსიებზე.

ვიაჩესლავ ჩირიკბა მოსკოვში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.