„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი დარწმუნებულია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ახალი ლობისტური კომპანიის დაქირავებისთვის გადარიცხული თანხები აისახება ადრესატების ანგარიშებზე. ექსპერტი არც იმას გამორიცხავს, რომ თანხები საქართველოს ძირგამომთხრელი საქმიანობისათვის გაცილებით მეტია, ვიდრე ეს FARA-ს დოკუმენტშია ასახული.
დავით ქართველიშვილი ჟურნალისტებთან საუბარში იმასაც აღნიშნავს, რომ დოკუმენტის შედგენისას აშკარაა მისი შენიღბვის მცდელობა, რათა საზოგადოებამ ვერ გაიგოს ვინ და რა მიზნებისთვის ხარჯავს ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებული კამპანიისთვის ფულს.
„მე მაგალითად მეცოტავება 360 000 დოლარი. შემიძლია გონივრული ეჭვი გამოვთქვა, რომ ეს არის ის თანხა, რომელიც უნდა დაფიქსირებულიყო. ისიც საკითხავია, ამ დეკლარირებული თანხის გარდა შავი „ქეშის“ სახით რა იმალება.
მე მომეწონა დოკუმენტის შემდგენლების მხრიდან რაღაც-რაღაცების შენიღბვის მცდელობა. მაგალითად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ნაცვლად დოკუმენტში „ერთობა - ნაციონალური მოძრაობა“ ჩაწერეს იმისთვის, რომ საზოგადოება არ მიმხვდარიყო ვინ დგას ამ ყველაფრის უკან. ამავე ლოგიკით მათ ამ პრეფენერენციების ერთ-ერთი ობიექტი ჯო ვილსონი შეეძლოთ წარმოედგინათ როგორც ვილ ჯონსონი და დოკუმენტზე ხელმომწერი ყოფილიყო არა პეტრე ცისკარიშვილი, რომელიც FARA-მ ამხილა, არამედ ცისკარ პეტრიაშვილი და ა.შ.
მაგრამ ერთადერთს, რასაც ისინი ვერ შენიღბავდნენ 360 000 არა რუბლი, არამედ დოლარია, რაც აუცილებლად უნდა დაფიქსირებულიყო. ეს თანხა, დიდი იმედია სარფიანად გადანაწილდა საქართველოს „დაუძინებელი მეგობრების“ საკრტედიტიო ბარათებზე,“ - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.