კოტე ჟღენტი: მე ვერ ვხედავ მაინცდამაინც დიდ გავლენას ამ „რუსეთი, რუსეთის“ ყვირილზე, იმიტომ რომ ხელისუფლების ნაბიჯებს და პოლიტიკას რუსეთის იარლიყის მიწებება ვერანაირად ვერ გადაწონის

კოტე ჟღენტი: მე ვერ ვხედავ მაინცდამაინც დიდ გავლენას ამ „რუსეთი, რუსეთის“ ყვირილზე, იმიტომ რომ ხელისუფლების ნაბიჯებს და პოლიტიკას რუსეთის იარლიყის მიწებება ვერანაირად ვერ გადაწონის

საქმე იმაშია რამდენად დაუჯერებს საზოგადოება ამა თუ იმ წარმოებულ კამპანიას, - განაცხადა დიპლომატმა კოტე ჟღენტმა „დღის ქრონიკაში“. მან აშშ-ში ობამას ადმინისტრაციის მიერ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის შესახებ გამოქვეყნებულ დოკუმენტებზე ისაუბრა და პარალელი გაავლო რუსეთთან კავშირებზე აპელირებით პოლიტიკური მიზნების მიღწევის მცდელობებს აშშ-სა და საქართველოში.

„საქართველოშიც ამაზე იყო ყველაფერი გათვლილი, რომ ჩვენი მტრის, ოკუპანტის ხსენება ხშირად მმართველ ძალასთან ერთად რაღაც გავლენას იქონიებდა საზოგადოებაზე, მაგრამ მე ვერ ვხედავ მაინცდამაინც დიდ გავლენას ამ „რუსეთი, რუსეთის“ ყვირილზე, იმიტომ რომ ხელისუფლების ნაბიჯებს და მის პოლიტიკას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, რუსეთის იარლიყის მიწებება ვერანაირად ვერ გადაწონის და ჯერჯერობით ვერ წონის კიდევაც. იმედი მაქვს, რომ ასეც იქნება“, - აცხადებს ჟღენტი.