ბერლინის ბლუზ–ფესტივალზე საქართველოდან ჯგუფი T.BLUES MOB გაემგზავრება.
ფესტივალ-კონკურსში მონაწილეობას 19 ქვეყანა მიიღებს. მათ შორის ერთ-ერთი საქართველო იქნება.
ბერლინის მუსიკალური ფესტივალი 17 მარტს გაიხსნება და მას ქართული ბლუზ-ჯგუფი დახურავს.
გამარჯვებული 6 ქვეყნის 6 ფესტივალზე გაემგზავრება, ალბომს ჩაწერს და კონტრაქტს მსოფლიოში ცნობილ კომპანიასთან გააფორმებს.
ჯგუფი T.BLUES MOB-ის დამაარსებლის, კოკა ცქიტიშვილის განცხადებით, ფესტივალში მონაწილეობა ქართული მუსიკალური ჯგუფისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ფესტივალს 64 პროდიუსერული ცენტრის წარმომადგენელი დაესწრება და შესაძლოა, სერიოზული კონტრაქტიც გაფორმდეს.
811
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85