რამდენიმე დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ თეთრ სახლში მორიგი პრეს-კონფერენცია ჩაატარა. ამ ღონისძიების მიმდინარეობისას ამერიკის პირველი პირი სიტყვით გამოდიოდა და ყველასათვის მოულოდნელად ცნობილი ბლუზმენი ელ გრინის კომპოზიციიდან “Let’s Stay Together” ერთი ნაწყვეტი წაიღიღინა.
გამოსვლის დასრულების შემდეგ მისტერ ბარაქმა ხელი საკუთარი ადმინისტრაციის თანამშრომლებისაკენ გაიშვირა და განაცხადა, რომ მუსიკალური შესაძლებლობების საჯაროდ დემონსტრაციას ამ ადამიანებს შეპირდა. საინტერესოა, რომ თავად კომპოზიციის ავტორი ელ გრინი ამ დროს დარბაზში იმყოფებოდა.
ამერიკულმა მას-მედიამ ობამას მუსიკალური ტალანტის შეფასებისაგან თავი შეიკავა, სამაგიეროდ აღნიშნა, რომ 1971 წელს ჩაწერილი სიმღერის რეიტინგი 490 პროცენტით გაიზარდა.
ცნობილი გახდა, რომ ობამას “მუსიკალური” გამოსვლის შემდეგ აშშ-ში “Let’s Stay Together” სხვადასხვა ინტერნეტ გვერდებიდან რამდენიმე დღეში 16 ათასჯერ გადაიწერეს.
866
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85