გამოცემა “The Daily Mail”-ის ინფორმაციით, ცნობილი ბრიტანელი მსახიობი რობერტ პატინსონი უახლოეს მომავალში ახალი კინოპროექტით დაკავდება.
კანადელი რეჟისორი დევიდ კრონენბერგი ორ თვეში მხატვრული ფილმი “კოსმოპოლისის” გადაღებას შეუდგება. ამ სურათში პატინსონი მთავარ როლს შეასრულებს.
ახალგაზრდა მსახიობი მილიარდერ ერიკ პეკერს განასახიერებს. ამ პიროვნებას ერთი დღე-ღამის განმავლობაში არაერთი განსაცდელის გადატანა მოუწევს. მას თავს ერთდროულად საყვარელი მეუღლის ღალატი, მოულოდნელი ფინანსური განსაცდელი და უცნობი მოძალადეების თავდასხმა დაატყდება.
ეს ფილმი გახლავთ ცნობილი მწერალი დონ დელილოს ამავე სახელწოდების ნაწარმოების ეკრანიზაცია.
საინტერესოა, რომ დევიდ კრონენბერგს ამ სურათის გადაღება გასული წლის ზაფხულში უნდა დაეწყო, მაგრამ გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო “კოსმოპოლისზე” მუშაობა 2012 წლის გაზაფხულამდე გადადო.
რობერტ პატინსონის გარდა სურათში სარა გეიდონს, პოლ ჯამატისა და ჯულიეტ ბინოშს ვიხილავთ.