ბრიტანული გამოცემა “Pitchfork”-ის ინფორმაციით, მიმდინარე წელს სრულდება 40 წელი პოპულარული ბრიტანული ჯგუფი “Roxy Music”-ის სადებიუტო ალბომის გამოცემიდან. სტუდიურმა ჩანაწერმა “Roxy Music” დღის სინათლე 1972 წელს იხილა.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ჯგუფის ყოფილმა ლიდერმა ბრაიან ფერიმ სასაჩუქრე მუსიკალური კრებულის გამოცემა გადაწყვიტა.Mმისი სახელწოდებაა “Roxy Music: The Complete Studio Recordings 1972-1982”. მას ხმის ჩამწერი სტუდია “Virgin” გამოსცემს და გაყიდვაში მიმდინარე წლის 2 აპრილს გამოვა..
ეს კრებული წარმოადგენს რვა CD დისკსა და ოთხ DVD-ს. მასზე შემდეგი ალბომები იქნება წარმოდგენილი: “Roxy Music” (1972), “For Your Pleasure” (1973), “Stranded” (1973), “Country Life” (1974), “Siren” (1975), “Manifesto” (1979), “Flesh and Blood” (1980) და “Avalon” (1982).
ჯგუფი “Roxy Music” 1971 წელს ლონდონში ჩამოაყალიბეს ვოკალისტმა ბრაიან ფერიმ და ბას-გიტარისტმა გრემ სიმპსონმა. მათ გარდა ჯგუფში გიტარისტები ფილ მანზანერი და ენდი ჯობსონი გამოდიოდნენ. ჯგუფი 1983 წელს დაიშალა.