“Spice Girls” ბრუნდება

“Spice Girls” ბრუნდება

ბრიტანული მუსიკალური მას-მედიის ინფორმაციით, ცნობილი ჯგუფი “Spice Girls”-ის წევრები უახლოეს მომავალში კვლავ გაერთიანებასა და ერთობლივი მუსიკალური კარიერის გაგრძელებას აპირებენ.

ცნობილი გახდა რომ ჯფუფის წევრები მელ ბი, მელ სი, ვიქტორია ბექჰემი, ჯერი ჰოლიველი და ემა ბანტონი ერთმანეთს უკვე შეხვდნენ და მომავლის გეგმებიც დასახეს.

ჯგუფის პირველი ოფიციალური გამოსვლა ლონდონის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების საზეიმო გახსნის ცერემონიაზეა დაგეგმილი. ამის შემდეგ გაერთიანებული “Spice Girls” მიუზიკლზე “Viva Forever” მუშაობას დაიწყებს.

ამ მუსიკალურ სპექტაკლში უხვად იქნება გამოყენებული ჯგუფის ადრინდელი პოპულარული კომპოზიციები. ამ პროექტის პროდიუსერი ჯუდი კრამერია, დადგმას კი ცნობილი ბრიტანელი თეატრალური რეჟისორი მარიანა ელიოტი განახორციელებს. მისი პრემიერა 2013 წლის დასაწყისშია დაგეგმილი.