გახსოვთ “ABBA”?

გახსოვთ “ABBA”?

ორი დღის წინ ცნობილი შვედური ჯგუფი “ABBA”-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ერთი საინტერესო ინფორმაცია გამოქვეყნდა.

მიმდინარე წლის 23 აპრილს ჯგუფის წევრები 1981 წელს ჩაწერილ ალბომს “The Visitors” ხელახლა გამოსცემენ.

ალბომი “The Visitors” ჯგუფის დისკოგრაფიაში რიგით მერვე და უკანასკნელი გახლდათ. 1982 წელს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფი დაიშალა და მიუხედავად არაერთი მცდელობისა მუსიკალური კარიერა არ განუახლებია.

ალბომის ახალ გამოცემაში განთავსებული იქნება კომპოზიცია “From A Twinkling Star To A Passing Angel”. ეს სიმღერა დღის სინათლეს პირველად იხილავს.

ალბომს “The Visitors” წინამორბედისაგან განსხვავებით დაემატება სპეციალური DVD, რომელზეც განთავსდება “ABBA”-ს დღემდე უცნობი საარქივო ჩანაწერები.