რამდენიმე დღის წინ ცნობილი ჯგუფი “The Stooge”-ს ლიდერი იგი პოპი 2012 წლის მუსიკალური მაღაზიის დღის საპატიო ელჩად აირჩიეს.
ეს ღონისძიება აშშ-ში 2009 წელს დაარსდა და დამოუკიდებელი მუსიკალური დისტრიბუტორების დახმარებას ითვალისწინებს. ის ტრადიციულად ყოველი წლის აპრილის მესამე შაბათს იმართება. ამჯერად 21 აპრილს ჩატარდება.
ამ დღეს პოპულარული მუსიკოს-შემსრულებლები საქველმოქმედო კონცერტებს ატარებენ. შემოსული თანხები სხვადასხვა წვრილი მუსიკალური მაღაზიების დახმარების ფონდში ირიცხება.
წინა სამ წელს საპატიო ელჩების მოვალეობა “Eagles of Death Metal”-ის ლიდერმა ჯეს ჰიუზმა, “Queens of the Stone Age”-ს ლიდერმა ჯოშ ოშმა და ლეგენდარული “Black Sabbath”-ის ვოკალისტმა ოზი ოზბორნმა შეასრულეს.