ამერიკული მას-მედიის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში კინორეჟისორი კენი ორტეგა თავის დროზე გახმაურებული სურათი “ბინძური ცეკვების” ახალ ვერსიას გადაიღებს.
ამ სურათის რიმეიკში ჩართული იქნება წინა საუკუნის 60-იანი წლების ჰიტები, სიმღერები ძველი ფილმიდან და სრულიად ახალი კომპოზიციები.სამწუხაროდ ფილმის ახალ ვერსიაში მონაწილეობას ვერ მიიღებს მისი მთავარი გმირი პატრიკ სუეიზი, რომელიც 2009 წელს კიბოთი გარდაიცვალა.
სუეიზის პარტნიორ ჯენიფერ გრეის, რომელმაც ბეიბის როლი შეასრულა 1987 წელს გადაღებულ “ბინძურ ცეკვებში” არაერთხელ უთქვამს, რომ პატრიკი სიმამაცისა და ვაჟკაცობის არაჩვეულებრივი უნარით გამოირჩეოდა. ამ მიზეზის გამო რეჟისორს მისი შემცვლელის პოვნა ალბათ ძალიან გაუჭირდება.
ჯერჯერობით უცნობია ამ ახალი სურათის სამსახიობო შემადგენლობა. მისი გადაღება სავარაუდოდ მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაიწყება.