რამდენიმე დღის წინ ცნობილმა ამერიკულმა ჯგუფმა “Garbage” საკუთარი ხმის ჩამწერი სტუდია გახსნა. მისი სახელწოდებაა “Stunvolume” და მასში ჯგუფი ბოლო შვიდი წლის განმავლობაში პირველ სტუდიურ ალბომს ჩაწერს. ამ ნამუშევრის სახელწოდება ჯერჯერობით უცნობია. ის გაყიდვაში მიმდინარე წლის ზაფხულში გამოვა.
ახალი ჩანაწერის მომზადებაში მონაწილეობას მიიღებს მედოლე ბაჩ ბიგიც. ეს უკანასკნელი თავის დროზე ჯგუფებში “Nirvana”, “The Smashing Pumpkins” და “Sonic Youth” მოღვაწეობდა.
ახალ ალბომში 16 კომპოზიცია იქნება წარმოდგენილი.
ამერიკული როკ-ჯგუფი “Garbage” 1994 წელს, ვისკონსინის შტატის ქალაქ მედისონში ჩამოყალიბდა. მის შემადგენლობაში შედიოდნენ: ვოკალისტი შირლი მენსონი, გიტარისტები დიუკ ერიქსონი და სტივ მარკერი, მედოლე ბუტჩ ვიგი.
აშშ-ში პოპულარობას 1995 წელს მიაღწიეს, როდესაც პირველი ალბომი “Garbage” ჩაწერეს. ამ ნაშრომში შესული კომპოზიციები “Stupid Girls”, “Milk” და “Only Happy When It Rains” გამოსვლისთანავე ამერიკულ ჰიტ-პარადებში რამდენიმე კვირის განმავლობაში გალიდერდნენ.
ამავე პერიოდში ჯგუფმა ჩაწერა საუნდტრეკი გახმაურებული სურათისათვის “რომეო და ჯულიეტა”, ლეონარდო დი კაპრიოს მონაწილეობით.
დღეისათვის ჯგუფის აქტივში ოთხი სტუდიური ჩანაწერია. ამათგან უკანასკნელმა “Bleed Like Me” დღის სინათლე 2005 წელს იხილა.