მუსიკალური გამოცემა “Rolling Stone”-ს ინფორმაციით, ცნობილმა ამერიკელმა მომღერალმა ნორა ჯონსმა ახალ ალბომზე მუშაობა დაასრულა. მუსიკოსის რიგით მეხუთე სტუდიური ჩანაწერის სახელწოდებაა “Little Broken Hearts”. დისკი გაყიდვაში მიმდინარე წლის ზაფხულში გამოვა. მას ხმის ჩამწერი სტუდია “Blue Note” გამოსცემს.
ნორა ჯონსმა ახალი ნამუშევარი მუსიკოს ბრაიან ბერტონთან ერთად ჩაწერა. მათ ერთმანეთი გასულ წელს გაიცნეს, როდესაც ბერტონი ალბომზე “Rome” მუშაობდა. ნორა ჯონსმა იმ ჩანაწერში სამი კომპოზიცია შეასრულა.
ახალი დისკი ქალაქ ლოს-ანჯელესში მომზადდა.
რამდენიმე თვეში სრულდება ათი წელი ნორა ჯონსის სადებიუტო ალბომის გამოცემიდან. დისკი “Come Away With Me” 2002 წელს გამოვიდა და მისი ათი მილიონი ცალი გაიყიდა. ამ ალბომისათვის მომღერალმა “გრემის” ერთდროულად რვა ჯილდო დაიმსახურა.
ნორა ჯონსის უკანასკნელი სტუდიური ჩანაწერი “The Fall” 2009 წლით არის დათარიღებული.