ცნობილმა ამერიკელმა მუსიკოსმა ბრაიან უორნერმა (მერილინ მენსონის ნამდვილი სახელი) თავის ჯგუფში ახალი მედოლე აიყვანა. ამ საპატიო მისიას ჯეისონ სატერი შეასრულებს.
სატერი თავის დროზე პინკთან, კრის კორნელთან და ჯგუფებთან “Foreigner”, “Smash Mouth” და “New York Dolls” თანამშრომლობდა.
მერილინ მენსონს მედოლის პრობლემა გასული წლის თებერვალში შეექმნა. იმ პერიოდში ჯგუფი კენეტ რობერტ უილსონმა მიატოვა. ეს უკანასკნელი მენსონთან 15 წლის განმავლობაში მუშაობდა.
უილსონი კრის ვრენამ შეცვალა, მაგრამ ჯგუფი შვიდი თვის შემდეგ დატოვა.
მერილინ მენსონი ამჟამად რიგით მერვე სტუდიერ ჩანაწერზე მუშაობს. მისი სახელწოდებაა “Born Villain” და გაყიდვაში მომავალ თვეს გამოვა.