ყოფილი პოლიციელების ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფების ე.წ. მატროსოვზე მოთავსებას ითხოვენ

ყოფილი პოლიციელების ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფების ე.წ. მატროსოვზე მოთავსებას ითხოვენ

ვაზაგაშვილისა და ხუბულოვის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელთა ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფების სასჯელაღსრულების მეცხრე დაწესებულებაში (მატროსოვი) მოთავსებას ითხოვენ.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დაკავებულების ადვოკატმა დარეჯან გილაშვილმა განაცხადა, აქვს ინფორმაცია, რომ დაკავებულები, შესაძლოა, გლდანის მე-8 დაწესებულებაში გადაიყვანონ, რაც მათთვის საფრთხის შემცველი იქნება. ადვოკატების თქმით, ამ დროისთვის მათთვის უცნობია, თუ სად ჰყავთ დაკავებულები გადაყვანილი.

"დაცვის უფლების განხორციელების დროს ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ყოფილი პოლიციელები, შესაძლოა, მე-8 დაწესებულებაში მოათავსონ. ამ შემთხვევაში, მათ მიმართ, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს გარკვეული სახის ინციდენტებს, რადგან თითოეულ მათგანს მონაწილეობა აქვს მიღებული დანაშაულებრივ სამყაროსთან ბრძოლაში. აქედან გამომდინარე, ისინი მოთავსებული უნდა იყვნენ მე-9 დაწესებულებაში", - განაცხადა გილაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე დაკავებულ პირებს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.