ბადრი პატარკაციშვილი ალექსანდრ ლიტვინენკოს ყალბი პასპორტის დამზადებასა და ქვეყნიდან გაქცევაში დაეხმარა

ბადრი პატარკაციშვილი ალექსანდრ ლიტვინენკოს ყალბი პასპორტის დამზადებასა და ქვეყნიდან გაქცევაში დაეხმარა

რუსი ბიზნესმენის, ბორის ბერეზოვსკის პარტნიორი, ბადრი პატარკაციშვილი რუსეთის უშიშროების სამსახურის ყოფილ თანამშრომელს, ალექსანდრ ლიტვინენკოს ყალბი პასპორტის დამზადებასა და ქვეყნიდან გაქცევაში დაეხმარა. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იტყობინება.

ამის შესახებ ლიტვინენკოს მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით გამართულ მოსმენაზე ბერეზოვსკის ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ალექსანდრ გოლდფარბმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ლიტვინენკომ პასპორტი საქართველოში მიიღო, რის შემდეგაც ის თურქეთში გადავიდა. "ბადრიმ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ლიტვინენკოს გაქცევაში", - აცხადებს გოლდფარბი. მისივე თქმით, გაქცევის ოპერაცია მთლიანად 130 000 დოლარი დაჯდა, რომელიც ბერეზოვსკიმ გადაიხადა.

ალექსანდრ ლიტვინენკო ვლადიმერ პუტინს კორუფციაში ადანაშაულებდა, რის გამოც კრემლმა მისი დევნა დაიწყო. ლიტვინენკო ბრიტანეთში 2000 წელს გაიქცა, 2006 წლის ნოემბერში კი ის საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. როგორც მოგვიანებით ექსპერტებმა დაასკვნეს, ლიტვინენკოს სხეულში რადიოაქტიური ნივთიერებების დიდი რაოდენობა აღმოაჩნდა. მის მკვლელობაში მთავარი ეჭვმიტანილი რუსი ბიზნესმენი ანდრეი ლუგავოია, რომელიც ლიტვინენკოს ლონდონში სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე შეხვდა, თუმცა, ლუგავოი ბრალდებებს უარყოფს და მას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.