ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და ექსტრადიციის საკითხთან დაკავშირებით

ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და ექსტრადიციის საკითხთან დაკავშირებით "მოთმინება უნდა ვიქონიოთ"

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის აზრით, ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადიციის საკითხთან დაკავშირებით "მოთმინება უნდა ვიქონიოთ".

როგორც წულუკიანმა შესაბამის საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, ყველაფერს აქვს თავისი დრო.

"როცა მე ვსაუბრობდი, რომ პროკურატურა ყველაფერს აკეთებდა, რათა ზურაბ ადეიშვილი წითელ ცირკულარში ყოფილიყო ჩასმული, ბევრმა ამას სკეპტიკურად შეხედა, მაგრამ ნაბიჯები გადაიდგა თანმიმდევრულად და დიახ, დღეს ზურაბ ადეიშვილი არის წითელი ცირკულარით ძებნილი. ამის შემდგომი ნაბიჯები, შესაბამისად, იქნება ის, რომ წითელი ცირკულარი მკვდარ სიტყვად კი არ დარჩეს, არამედ ამოქმედდეს და შესაბამისმა სამართალდამცავმა ორგანოებმა გადადგან შესაბამისი ნაბიჯი. ამაზე მუშაობს მთავარი პროკურატურა და ყველაფერს აქვს თავისი დრო. მთავარია, ჩვენ ვიქონიოთ მოთმინება", - აღნიშნა წულუკიანმა.