დონეცკში საავადმყოფოს შენობა დაბომბეს, არიან დაღუპულები

დონეცკში საავადმყოფოს შენობა დაბომბეს, არიან დაღუპულები

დონეცკში ერთ-ერთი საავადმყოფოს შენობა დაბომბეს, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" ქალაქის საბჭოს წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, არიან დაღუპულები და დაშავებულები. მათი ზუსტი რიცხვი ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევა დღეს შუადღით მოხდა.

დაბომბვის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზებიც, რის გამოც მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება. სხვა დეტალებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.