უნდა მოხდეს შესწავლა, ხომ არ არსებობს მართლმსაჯულების სისტემაში კორუფციის აღორძინების რისკი

უნდა მოხდეს შესწავლა, ხომ არ არსებობს მართლმსაჯულების სისტემაში კორუფციის აღორძინების რისკი

როგორც კი მართლმსაჯულების ხელმძღვანელი შეიცვლება, ჩვენ დაგვჭირდება, მკაცრად ჩავიხედოთ ამ სფეროში, - ამის შესახებ ანტიკორუფციული საბჭოს დღევანდელ სხდომაზე საბჭოს თავმჯდომარემ, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, უნდა მოხდეს შესწავლა, ხომ არ არსებობს მართლმსაჯულების სისტემაში "კორუფციის აღორძინების" რისკი.

"სფერო, რომელთან დაკავშირებითაც მე, როგორც ანტიკორუფციული საბჭოს ხელმძღვანელს, მაქვს კითხვები, არის მართლმსაჯულების სისტემა. როგორც კი მართლმსაჯულების ხელმძღვანელი შეიცვლება, ჩვენ დაგვჭირდება, მკაცრად ჩავიხედოთ ამ სფეროში, ხომ არ არსებობს რაიმე ტიპის რისკი, რომ იქ კორუფციის დანაშაული აღორძინდეს. იმედი მაქვს, რომ არა", - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, მართლმსაჯულების სისტემასთან დაკავშირებით კითხვები იმიტომ კი არ აქვს, რომ "კითხვებს საფუძველი აქვს, არამედ იმიტომ, რომ სტრუქტურა არის ბოლომდე დახურული".

ანტიკორუფციული საბჭოს სხდომა სასტუმრო "თბილისი მარიოტში" მიმდინარეობს. მას აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, არასამთავრობო, საერთაშორისო და ბიზნეს ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.