ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მოსამართლე სათათბიროდ გავიდა

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მოსამართლე სათათბიროდ გავიდა

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებული პროცესის მოსამართლე გიორგი გოგნიაშვილი სათათბიროდ გავიდა. მოსამართლემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება დააკმაყოფილოს თუ არა პროკურატურის შუმდგომლობა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების თაობაზე. ადვოკატებმა დაკავებული 11 პირისთვის გირაო მოითხოვეს სხვადასხვა ოდენობის თანხებით. მათ შორის, ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძის ადვოკატებმა მათი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის 10 ათასლარიანი გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენეს.

ყოფილი გამომძიებლის მერაბ ბეროის ადვოკატმა მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, მოსამართლეს მიმართა შუამდგომლობით, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი 2 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლოს. ჯერ უცნობია, რა დრო დასჭირდება მოსამართლეს სათათბიროდ.