20 წლის ბიჭმა სარდაფში თავი ჩამოიხრჩო

20 წლის ბიჭმა სარდაფში თავი ჩამოიხრჩო

20 წლის ახალგაზრდამ თავი ჩმოიხრჩო. შემთხვევა ახალციხეში რამდენიმე დღის წინ მოხდა. მესხეთის ქუჩაზე მცხოვრები ა.ტ ახლობლებმა და ნათესავებმა სახლის სარდაფში აღმოჩინეს. მათი თქმით, ახალგაზრდა იატაკზე ეგდო, რადგან ვარაუდობენ, რომ თოკი გაწყდა და გარდაცვლილი ძირს დავარდა.ბიჭის ძებნა ახლობლებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ის მათ სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობდა. ახლობლების განცხადებით გარდაცვლილი ახალგაზრდის მშობლები რუსეთში ცხოვრობდნენ, თავად კი ბებიასთან და მამიდასთან.

ისინი ახალგაზრდას უკონფლიქტო და მშივდ პიროვნებად მოიხსენიებენ და ამბობენ, რომ უახლოეს მომავალში გარდაცვლილი თავადაც მშობლებთან წასვლას გეგმავდა.შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. სისხლის სამართლის საქმე 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა.