ბელგიური გაზეთის Het Laatste Nieuws-ის რედაქციამ ისლამისტების მუქარის წერილი მიიღო

ბელგიური გაზეთის Het Laatste Nieuws-ის რედაქციამ ისლამისტების მუქარის წერილი მიიღო

ბელგიური გაზეთის Het Laatste Nieuws-ის რედაქციამ ისლამისტების მუქარის წერილი მიიღო. ამის შესახებ თავად გამოცემის ვებგვერდი იტყობინება. წერილში, რომლის ავტორიც ანონიმურია, აღნიშნულია, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობები უკვე ბელგიის ტერიტორიაზეა შეტანილი.

მუქარის ავტორები ასევე ირწმუნებიან, რომ ბელგიურ გაზეთზე ისეთი თავდასხმა მზადდება, როგორიც პარიზში 7 იანვარს, სატირულ გამოცემა "შარლი ებდოზე" განხორციელდა.

ანონიმური წერილის შესახებ პოლიცია უკვე ინფორმირებულია და დაწყებულია გამოძიება.