სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისის საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენელი ჰერბერტ ზალბერი აფხაზური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე პირველ კომენტარს „პირWელთან“ აკეთებს.
კითხვაზე, განიხილებოდა თუ არა აღნიშნული საკითხი ოკუპირებულ აფხაზეთში გამართულ შეხვედრებზე, ზალბერმა განაცხადა, რომ განსახილველ საკითხებს შორის იყო ევროკავშირის პროექტები, რომელიც ორგანიზაციის მხარდაჭერით მიმდინარეობს.
„ევროკავშირი აფახეთში ოფისის გახსნას არ აპირებს. განხილული იყო 2 საკითხი, რომლის გაგრძელებასაც ევროკავშირი მომავალში გეგმავს. პირველ რიგში, ეს არის არაღიარების პოლიტიკა და ამასთან დაკავშირებით შეკითხვები არავის აქვს. ამასთან, ასევე საუბარია იმ პროექტების გაფართოებაზე, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარეობს. ასე რომ, ეს არის საკითხები, რომლის გაგრძელებასაც ვგეგმავთ“, - განაცხადა ჰერბერტ ზალბერმა.
ევროკავშირის წარმომადგენელი სოხუმიდან 3 თებერვალს დაბრუნდა. აფხაზური მედიის ინფორმაციით, მან დე ფაქტო პრეზიდენტთან რაულ ხაჯიმბასთან ინტერვიუზე სოხუმში ევროკავშირის ოფისის შესაძლო გახსნის საკითხი განიხილა.