ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩაზე ძლიერი ხანძარია. წინასწარი ინფორმაციით, საღებავების საწყობი იწვის. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ბათუმიდან იტყობინება, ადგილზე მობილიზებულია შს სამინისტროს აჭარის სახანძრო სამსახურის ბრიგადები და მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.